წითელი ჯვარი: ვაჟა გაფრინდაშვილი მოვინახულეთ, ოჯახის წერილი გადავეცით

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის იზოლატორში ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა.

“წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მოინახულა ბ-ნი ვაჟა გაფრინდაშვილი

დღეს, 2019 წლის 18 ნოემბერს, დღის 14.00 საათზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) ცხინვალის ციხეში მოინახულა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი წითელ ჯვარს დაუკავშირდა 14 ნოემბერს. მოქმედებდა რა საკუთარი საერთაშორისო ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, წჯსკ-მ მოითხოვა ციხეში მისი მონახულების შესაძლებლობა. წჯსკ დელეგატებმა ბ-ნი გაფრინდაშვილი დღეს მოინახულეს. ვიზიტის დროს ბ-ნ ვაჟას გადაეცა ოჯახის წერილი, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ვიზიტის შესახებ უკვე აცნობა ბ-ნი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს.

თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წჯსკ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური და ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად