წითელი ჯვარი ლიბანს 40 მილიონი ევროთი დაეხმარება

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ლიბანის მოსახლეობას 2020 წლის განმავლობაში 40 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ კომიტეტის პრეზიდენტმა პიტერ მაურერმა განაცხადა.

”ჩვენი პირველადი შეფასებებით, წითელ ჯვარს 2020 წლის ბოლომდე დასჭირდება სახსრები დამატებით 40 მილიონ ევროს მოცულობით. მაგრამ ამის მიღმა, თქვენი გრძელვადიანი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.” – განაცხადა მან ლიბანის დასახმარებლად გამართულ დონორ ვიდეოკონფერენციაზე.

კომიტეტის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონორების დახმარება ორგანიზაციებისთვის და ინსტიტუტებისთვის, რომლებიც დახმარებას უწევს დაზარალებულებს, წინა ხაზზეა და ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის მან დაასახელა ლიბანის წითელი ჯვრის საზოგადოება და რაფიკ ჰარირის სახელობის საუნივერსიტეტო საავადმყოფო.

4 აგვისტოს ძლიერი აფეთქება მოხდა ბეირუთის ნავსადგურის რაიონში, ლიბანის საზღვაო ბაზასთან. აფეთქების ტალღამ დედაქალაქის ბევრ კვარტალში გაანადგურა და დააზიანა ათეულობით სახლი და ავტომობილი. ამ დროისთვის დაღუპულია 149 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 5 ათასზე მეტი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება გამოიწვია 2015 წელს საბაჟოზე ჩამორთმეული 2.7 ათასი ტონა ამონიუმის ნიტრატმა, რომელიც ინახებოდა საწყობში. ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა. კატასტროფის ზონად აღიარებულ ქალაქში, საგანგებო მდგომარეობა ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად