მეუფე ისაია ტაძარში შავი პირბადით მივიდა

დღეს, წითელ პარასკევს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია ტაძარში შავი პირბადით იყო. ამის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში Hieromonk Irineos-ი ავრცელებს.

ქვეყანაში კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარობა და “კომენდანტის საათია” გამოცხადებული. 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე აკრძალულია ქუჩაში გასვლა და ტრანსპორტის მოძრაობა.

დღეიდან კი ქვეყანაში ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა. ასევე, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

შეგახსენებთ, მეუფე ისაიამ გუშინ გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა:

“ჩვენ ქრისტიანენი უნდა ვეზიარებოდეთ, ვემზადებოდეთ და ვეზიარებოდეთ, მაგრამ ძნელია ამის თქმა, რომ ვინც ეზიარება კორონავირუსი არ შეეყრება. შიშები არის ადამიანებში, მრევლშიც შეიძლება იყოს შიში. ჩვენ ყველას შიშებს და წუხილს გაგებით უნდა მოვეკიდოთ და არ უგულებელყოფდეთ, მითუმეტეს რომ ეს შიშები უსაფუძვლო არც არის”.

ცნობისთვის, ამ დროის მომაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 370
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 79
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 5035
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...