წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

9 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ა-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 7 865.52 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (58.04 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7 865.52 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად