წითელ ხიდზე 18 984.63 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქე კ.ს-ს მართვის ქვეშ არსებული ავტობუსის და აზერბაიჯანის მოქალაქის ე.ტ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად,  18 984.63 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (87.92 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...