წითელ ხიდსა და სარფში 212,471 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 212,471 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და თუქეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავში, არადეკლარირებული პარფიუმერული და ელექტრო საქონელი აღმოაჩინეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 212,471.04 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად