ცისკარიშვილი: სააკაშვილი ქართული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა

სააკაშვილი ქართული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემა “პირველებში” “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა კითხვაზე, რას უკავშირებს იმას, რომ უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო “ქართულ ოცნებას” მძაფრი რეაქცია ჰქონდათ.

“ამას ალბათ რამდენიმე ასპექტი განაპირობებს. ერთი ის, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკის განყოყოფელი ნაწილია. ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და მამოძრავებელი ძალაა. ჩვენს რეგიონში გამორჩეული პოლიტიკური ფიგურაა. არჩევნებია კარს მომდგარი და მათ ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის. მიშამ რომ ხელშესახები რეფორმები განახორციელოს, ამის ეშინიათ. ამას უნდა ხედავდეს ხალხიც, საერთაშორისო საზოგადოებაც და ინვესტორებიც.

მაგალითად უკრაინამ Doing business-ში 64-ე ადგილიდან გადმოინაცვლა პირველ ოცეულში, ინვესტიციები მთლიანი შიდა პროდუქტის 2-3% თუ შემოდიოდა და ეს გაიზარდა 10-20%-მდე, ასეთი ხელშესახები ცვლილებები შეიძლება მივიღოთ ქვეყანაში იმ რეფორმების შედეგად, რომელსაც მიშა განახორციელებს. ეს რა თქმა უნდა აისახება მთელ რეგიონზე, აისახება საქართველოზეც, ხალხის განწყობებზე და შეიძლება ძალაუფლება დაკარგონ. დარმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება. მეორე საკითხია ის, რომ ეს შეეხება რუსეთს და მათ რუსეთის წინაშე რაღაც სახით ვალი უნდა მოიხადონ. ელჩი მაინც უნდა გამოიწვიონ”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად