ცისკარიშვილი: რუსეთსა და კრემლს ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს “ოცნების” მთავრობაზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილი პეტრე ცისკარიშვილი "გაზპრომთან" ახალ ხელშეკრულებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთს და კრემლს ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს "ოცნების" მთავრობაზე. 

“კალაძის დაბარება და მოსმენა საინტერესოა, მაგრამ ჩვენ უფრო შორს წავიდოდით და ჩვენი ფრაქცია გააკეთებს ინიციატივას რეზოლუციის, რომელიც მოითხოვს ენერგეტიკის მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს და ხელშეკრულების გადახედვას, იმიტომ რომ ბოლო 15 წელია ეს ხელშეკრულება არსებობსდა საქართველო აქედან იღებს მაქსიმალურ დივიდენდებს და წელს მოხდა ამ ხელშეკრულების გადახედვა და ჩვენი ინტერესების დაზიანება. ეს მიუთითებს ერთ მთავარ რამეზე, ჩვენი ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე, შესაძლო კორუფციულ ელემენტებზე და ასევე იმაზე, რომ რუსეთს და კრემლს აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა "ოცნების" მთავრობაზე,“ – განაცხადა ცისკარიშვილმა "რუსთავი 2"-თან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად