ცისკარიშვილი: როგორ წარმოგიდგენიათ, მიშას არ აინტერესებდეს, რა ხდება საქართველოს არჩევნებში?!

იმ წერილს, რომელსაც “ქართული ოცნება” ვიცე-პრემიერობის საკითხზე აგზავნიდა, ამ კომუნიკაციას აქ უკრაინაში  ეყრდნობოდნენ პრორუსული ძალები, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემა “პირველებში” “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ირმა ინაშვილის პარტიის ექვივალენტი პარტიები იძახდნენ ამას.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილი დაკავდება უკრაინის რეფორმების საკითხებით თუ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც იქნება ჩართული? – პეტრე ცისკარიშვილი პასუხობს:

“უკრაინის რეფორმების საკითხით, რომ დაკავდება ეს ერთმნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მიშას არ აინტერესებდეს, რა ხდება საქართველოს არჩევნებში?! 2016 წელს ოდესის გუბერნატორად მუშაობდა და საქართველოში არჩევნებს მის გარეშე არ ჩაუვლია, ასევე იქნება 2020 წლის არჩევნებზე.

რაც შეეხება იმ წერილს, რომელსაც “ქართული ოცნება” ვიცე-პრემიერობის საკითხზე აგზავნიდა, ამ კომუნიკაციას აქ უკრაინაში  ეყრდნობოდნენ პრორუსული ძალები. ისინი აფრიალებდნენ ამ წერილებს და იძახდნენ, რას ვაკეთებთ, საქართველოსთან ვიფუჭებთ ურთიერთობასო?! რომ წარმოვიდგინოთ ირმა ინაშვილის პარტიის ექვივალენტი პარტიები იძახდნენ ამას”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად