ცისკარიშვილი: “ოცნების” წერილის შემდეგ ინაშვილის ექვივალენტი პრორუსული პარტიები იძახდნენ, საქართველოსთან ვიფუჭებთ ურთიერთობასო

“ოცნების” წერილის შემდეგ ინაშვილის ექვივალენტი პრორუსული პარტიები იძახდნენ, საქართველოსთან ვიფუჭებთ ურთიერთობასო, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემა “პირველებში” “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

“რაც შეეხება იმ წერილს, რომელსაც “ქართული ოცნება” ვიცე-პრემიერობის საკითხზე აგზავნიდა, ამ კომუნიკაციას აქ უკრაინაში  ეყრდნობოდნენ პრორუსული ძალები. ისინი აფრიალებდნენ ამ წერილებს და იძახდნენ, რას ვაკეთებთ, საქართველოსთან ვიფუჭებთ ურთიერთობასო?! რომ წარმოვიდგინოთ ირმა ინაშვილის პარტიის ექვივალენტი პარტიები იძახდნენ ამას”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად