ცისკარიშვილი: ის, რომ დავით მაღრაძემ “ოცნების” მიმართ დამოკიდებულება იცვალა, ჩემს განწყობებს სრულად ემთხვევა

“ვფიქრობ, რომ ახალი მოძრაობა და მისი სურვილი გაძლიერებისა არის მისაღები, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე სერიოზული პერსპექტივა ჰქონდეს მას”, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” გააქტიურებას, რაც გუშინ პეტმა დავით მაღრაძემ გადაცემა “რეაქციაში” დააანონსა.

როგორც პოლიტოლოგმა “აიპრესს” განუცხადა, დავით მაღრაძის პოზიცია 100 %-ით ემთხვევა მის განწყობებს.

“ვფიქრობ, რომ ახალი მოძრაობა და მისი სურვილი გაძლიერებისა არის მისაღები, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე სერიოზული პერსპექტივა ჰქონდეს მას. ისევე როგორც 250 პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არიან რეგისტრირებული, თუ მათ გარშემო არ მოიძიეს ძალები, ძალებს პირდაპირი მნიშვნელობით არ ვგულისხმობ, არამედ გონს. ვუსურვებდი მათ წარმატებას.

ის, რომ ამ იდეის ავტორმა იცვალა თავისი დამოკიდებულება “ოცნების” მიმართ, 100%-ით განმეორებაა ჩემი განწყობისა. 2012 წელი და 2018 წელი ეს არის ორი განსხვავებული დრო ჩვენი ქვეყნის წარსულისა. გული მწყდება, რომ დიდი ენთუზიაზმით შევეგებე 2012 წელს, მაგრამ თავს ვიმშვიდებ იმით, რომ უკვე 2015 წელს ბატონი ღარიბაშვილის პრემიერობისას მთავრობამ შექმნა დოკუმენტი, რომ პირადად მე სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი ვარ”, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...