ცისკარიშვილი: ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესი სივრცეებს აბარებს მათ, რომლებიც რუსულ ოცნებას ზუსტად შეასრულებენ

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის კადრებთუხუცესია, რომელიც თანამდებობებზე იმ პირებს ნიშნავს, რომლებიც რუსულ საქმეს გააკეთებენ.

როგორც პოლიტოლოგმა “აიპრესს” უთხრა, მამუკა ხაზარაძისა და ნიკა მელიას წინააღმდეგ ზეწოლა გაძლიერდება იმის შიშით, რომ ისინი ხელისუფლებაში არ მოვიდნენ.

„უამრავი პოლიტიკური სივრცის არსებობა ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა აღმოჩნდეს ახალ წარმონაქმნების ქმედებების წინააღმდეგ მიმართული, რადგან ყველას უნდა იყოს უპირველესი. ის ორი პერსონა, რომელზეც თქვენ საუბრობთ [ნიკა მელია და მამუკა ხაზარაძე], უპირველეს ყოვლისა იქნებიან თავდაცვის მოლოდინში, რადგან რატომღაც ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდში, პოლიტიკოსებისთვის მთავარია საკუთარი და არა სახელმწიფოებრივი ნაბიჯების აწყობა და ამის ნიშნები უკვეა. ისინი იმ პირს ესხმიან თავს, ვისი სასამართლოც არის იმის შიშით, რომ მოისურვებენ ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ზოგიერთმა, თუნდაც საკმაოდ მცოდნე ჟურნალისტებმა მაქსიმალური სიზუსტით აღიქვან, რა როდის და რატომ.

ამ დილას ვისმენდი რა ხდებოდა რუსული ოცნების თავკაცის თავში, რომელსაც რატომღაც ეძახიან ქართულ ოცნებას და როდესაც საუბარია ხოლმე იმაზე, რომ ანაკლია ამოჩემებულია როგორც არც თუ აუცილებელი საჭიროება ჩვენი ქვეყნისთვის და როდესაც ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესი იმისდა მიხედვით აბარებს ამა თუ იმ სივრცეს, რომლებიც ზუსტად შეასრულებენ რუსულ ოცნებას. ახლა უკვე ვივიწყებთ იმას, რა არის მთავარი საფრთხე ამ სერიოზული საქმისთვის“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

კითხვაზე, ასე ფიქრობს, რომ ივანიშვილი რუსულ ინტერესებს ატარებს? – პასუხობს:

„არა, ამას ინტერესი არ ჰქვია. რუსეთს უნდა, რომ თვითონ მოირგოს ის, რაზეც საუბრობს ბატონი მამუკა და მთელი საქართველო. ბატონი ბიძინა, რასაც ბრძანებების სახით ხშირად იღებს მოსკოვიდა, აბა ერთი არ გაეკეთებინა ის. მაშინ მართლაც შეიძლებოდა დაეკიდათ ისე, როგორც ჯერ კიდევ სააკაშვილს ემუქრებოდნენ რუსეთში“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად