ცისკარიშვილი: ბურჭულაძე შეცდა, როდესაც პარტიის სახეები უკმაყოფილების ღრუბლებში მიმოეფანტა

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ პაატა ბურჭულაძემ შეცდომა დაუშვა, როდესაც პარტიის სახეები და ერთგული ადამიანები გუნდში ვერ შეინარჩუნა.

როგორც მან „აიპრესს“ განუცხადა, ბურჭულაძის გუნდში მიმდინარე პროცესები არჩევნებზე გავლენას იქონიებს, თუმცა ბლოკს ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება.

„ადრე თუ გვიან პაატა ბურჭულაძე მიხვდება, რომ ვერ აღმოჩნდა იმის შემძლე, რომ პარტიის სახეები და ერთგული ადამიანები არ მიმეოფანტა უკმაყოფილების ღრუბლებში“, – დასძენს პოლიტოლოგი.

მისი შეფასებით, ბურჭულაძის გუდში მიმდინარე პროცესები არჩევნებზე გავლენას იქონიებს.

„რასაკვირველია ასეთი თემები ამომრჩეველთათვის სენსიტიურია. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების დღემდე სულ რაღაც ათიოდე დღე დარჩა, რისი დეფიციტიც ჩვენს ამომრჩეველს არ აქვს ეს არის შფოთი. ეს ათი დღეც საკმარისია იმისათვის, რომ ბურჭულაძის თემა არ იყოს გარჩევის საგანი. მგონია, რომ ბურჭულაძის გუნდს ბარიერის გადალახვა არგადალახვასთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერი აქვს“, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად