წინასწარი შეფასებით, ბელგიაში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი 10 მილიარდ ევროს აჭარბებს

ბელგიაში ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი, წინასწარი შეფასებით, 10 მილიარდ ევროს აღემატება. საბოლოო თანხა ჯერ უცნობია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი RTL-TVI ავრცელებს.

კვირის დასაწყისში, ვალონიის მთავრობამ გამოაცხადა რეგიონის გადაუდებელი დახმარების გეგმის შექმნის შესახებ, რომლის მოცულობაც 2 მილიარდ 800 მილიონი ევროა.

რეგიონულმა მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირისგან დამატებითი დახმარების მიღებას ელოდება.

22 ივნისის ოფიციალური მონაცემებით, ბელგიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 32 ადამიანი იმსხვერპლა, ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია, 18-მა კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. განადგურდა და დაზიანდა ათი ათასზე მეტი სახლი, ამ დრომდე დაახლოებით 1,5 ათასი სახლი წყალმომარაგების გარეშე რჩება, 10,5 ათასი სახლი – ელექტროენერგიის გარეშე და 10 ათასი – გაზის გარეშე.

კომენტარები
იტვირთება...