წინასწარი შედეგებით, ზუგდიდის მერის არჩევნები სანდრა რულოვსმა წააგო

წინასწარი შედეგებით, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა არჩევნები წააგო.

როგორ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ზუგდიდის 107 საარჩევნო იუბნის, დაათვლილი 74 უბნის შედეგებით სანდრა რულოვსმა 42,75% ხმა მიიღო, ხოლო მმართველი პარტიის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ 54,08 %.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 15 კანდიდატიდან მერს ირჩევნდნენ. საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული სულ 120 837 ამომრჩევლი იყო.

ცნობისთვის ზუგდიდი მერობის კანდიდატები იყვნენ:

პაატა პირტახია („თავისუფლება, ზვიადი გზა)
დათა გაბეჩავა (ახალი ქრისტიან დემოკრატები)
მალხაზ ლეჟავა (საქართველოს ძალოვან ვეტერანტა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა)
გოგიტა ბიგვავა (ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა)
შავლეგი თოდუა (დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი)
სანდრა რულოვსი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
გიორგი ჩიაშვილი (ეროვნულ დემოკრატიული პარტია)
ალექსი ნონიაძე (პოლიტიკური პლატფორმა – „ახალი საქართველო“)
თენგიზ ჯგუშია (საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი)
დავით თორდია (საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი)
დომენტი სიჭინავა (საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი)
მამუკა გერმანიშვილი (მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის)
ნანი ხუციძე (ქრისტიან – კონსერვატორები)
ლიკა ბუკია (მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის)
სოფიო კანდელაკი (თავისუფალი საქართველო)
გიორგი შენგელია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...