წინასწარი მონაცემებით, კასპის მეტეხის მაჟორიტარულ ოლქში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა

კასპის მეტეხის მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, – ასეთია შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები. 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ხმათა 79% და დიდი უპირატესობით მოუგო არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობას".

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა.

არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე გაიმართა.

საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 5 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. ესენია: №1 – თავისუფალი საქართველო; №5 – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; №33 – ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები; №24 – სახალხო ხელისუფლება; №41 – ქართული ოცნება; არჩევნებში ასევე ღებულობენ მონაწილეობას ორი საინიციატივო ჯგუფის კანდიდატები გარდაბანსა და ოზურგეთში.

არჩევნების დღეს აკვირდებოდა 19 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 292 დამკვირვებელი და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის 6 დამკვირვებელი; შუალედურ არჩევნებს 18 მედია ორგანიზაციის 300 წარმომადგენელი აშუქებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...