წინასწარი ინფორმაციით, ტყიბულში მუშების გარდაცვალების მიზეზი უჟანგბადობა გახდა

ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე ორი მუშა დაიღუპა.

ადგილზე დასაქმებულების ინფორმაციით, 30 მეტრის სიღრმეზე ჩასულ მუშას ჟანგბადი არ ეყო და გონება დაკარგა, მეორე მუშა მიკრო-შახტში საშველად ჩავიდა და ჟანგბადის არარსებობის გამო, ისიც ადგილზე გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, ეგრეთწოდებული ჰაერის კომპრესორი ჩართული არ იყო.

გარდაცვლილები 27 წლის და 60 წლის მამაკაცები არიან.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ სამაშველო ჯგუფები და ექსპერტ კრიმინალისტები.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...