წინააღმდეგობების მიუხედავად, ვაკის პარკთან სასტუმროს მშენებლობა განახლდება

ყოფილი რესტორანი ბუდაპეშტის ადგილზე სასტუმროს მშენებლობის დაწყებამ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პროტესტი გამოიწვია. "გადავარჩინოთ ვაკის პარკი" – სწორედ ასეთი ლოზუნგით გამოდის არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტიზანული მებაღეობა". მოძრაობის წარმომადგენლები თბილისის მერიის მიერ გაცემულ მშენებლობის ნებართვას აპროტესტებენ. 

თბილისის მერია, კი მშენებლობის მომხრეა. როგორც ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, სასტუმრო წითელ ხაზში იმყოფება და ინვესტორს საქმიანობის გაგრძელება ლეგალურად შეუძლია.
 
"ერთი დარღვევა ამ მშენებლობაზე რაც იყო და რაც წითელ ხაზებს გარეთ ხდებოდა, მცირედი დარღვევაიყო, ამასთან დაკავშირებით რეაგირება 
მოახდინა ჩვენი ზედამხედველობის სამსახურმა და ობიექტიდააჯარიმეს", – განაცხადა დავით ნარმანიამ.
 
პროექტი, რომელსაც "ტიფლის ბიზნეს ჯგუფი" ახორციელებს, 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება. კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ფორჩხიძე "აიპრესთან"  საუბარში აცხადებს, რომ მშენებლობა უახლოეს მომავალში განახლდება. მისივე თქმით, გარკვეული ჯგუფების მოთხოვნები მათთვის გაუგებარია.
 
"გარკვეულ ჯგუფს გაურკვეველი მოთხოვნები ჰქონდათ, ძალიან კარგია რომ სახელმწიფომ თავისი პოზიცია დააფიქსირა. ჩვენ მზად ვართ მშენებლობის დასაწყებად უახლოეს დღეებში.  ვაკის პარკიდან მშენებლობას, წითელი ხაზი და საავტომობილო გზა ჰყოფს, ამიტომ მათი მოთხოვნა ჩვენთვის გაუგებარია". – ნიკოლოზ ფორჩხიძე
 
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა.
 
"ამის თაობაზე,  უკვე მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ჩვენი როგორც ინვესტორის და ადგილზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყონ".
 
კომპანიის დირექტორის განცხადებით, მშენებლობის პროცესში 2000 ადამიანი დასაქმდება, სასტუმროს გახსნის შემდეგ კი დამატებით 400 სამუშაო ადგილი შეიქმნება. სასტუმრო ბუდაპეშტის პროექტში 22 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად