ციმბირში, ტყის ხანძრისგან გამოწვეულმა კვამლმა აშშ-სა და კანადამდე მიაღწია

ციმბირში, ტყის ხანძრისგან გამოწვეულმა კვამლმა ალასკას ტერიტორიასა და კანადის დასავლეთ სანაპირომდე მიაღწია. ამის შესახებ NASA– ს სატელიტური სურათებით დასტურდება.

გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის(NASA) სპეციალისტი კოლინ სეფტორი აცხადებს, რომ კვამლი ასევე კანადის დასავლეთ სანაპიროზე, წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილზე, ვანკუვერისა და სიეტლის ზემოთ გამოჩნდა. ხანძარი ასევე ჩრდილო-დასავლეთ კანადაში ატმოსფეროს აბინძურებს.

გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრი(NASA) ერთ-ერთი უმსხვილესი ლაბორატორიაა. იგი ვაშინგტონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. კოსმოსური სურათები, რომლის საფუძველზეც აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ კვამლის გავრცელება დაადგინა, სატელიტურ თანამგზავრ Suomi NPP- ზე დამონტაჟებული აღჭურვილობის გამოყენებით გადაიღეს.

31 ივლისის მდგომარეობით, რუსეთში ტყის ხანძრების საერთო ფართობი სამ მილიონ ჰექტარამდე გაიზარდა. ხუთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ყველაზე რთული ვითარება ირკუტსკის ოლქში (137 ხანძარი) და კრასნოიარსკის მხარეშია (94 ხანძარი). რეგიონის ჩრდილოეთით გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, საგანგებო სიტაციების სამინისტროს თვითმფრინავები მონაწილეობენ. ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კვამლმა ციმბირისა და ბაიკალის რამდენიმე ქალაქი მოიცვა, რის გამოც დასახლებების მაცხოვრებლებს ნიღბებს ურიგებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად