წილოსანი: ვიღებ ბოდიშებს ყველასგან, ვინც ამბობდა, რომ მელიას დაპტიმრებას დაუჭირა მხარი პარლამენტმა

ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი წერს.

“ვიღებ ბოდიშებს ყველა იმ ადამიანისგან ვინც ამბობდა რომ ნიკა მელიას დაპტიმრებას დაუჭირა მხარი პარლამენტმა.
ინფორმაციისთვის ნიკა მელიას ეკრძალება:
– საცხოვრებელი სახლის დატოვება
– საჯარო განცხადებების კეთება
– მოწმეებთან კომუნიკაცია

პარლამენტმა მხოლოდ მისცა უფლება პროკურატურას მიემართა სასამართლოსთვის და უკვე სასამართლოს ემსჯელა აღკვეთის ღონისძიებაზე.
არაუშავს , ეს მხოლოდ არცოდნის ბრალია..”, – წერს წილოსანი.

შეგახსენებთ, ‘ნაცმოძრაობის” დეპუტატს, ნიკა მელიას დღეს სასამართლომ 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...