წილოსანი: სანამ კაკი ზოიძეს ტალახს ესროდეთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი

საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი უმრავლესობიდან ნინო წილოსანი ასევე უმრავლესობის წევრ აკაკი ზოიძესთან ბოლო პერიოდში დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმაურება და თავის სოციალურ ქსელში წერს:

“მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი უსირცხვილო პოლიტიკოსის აბსოლუტურად აზრს მოკლებულ კომენტარს აკაკი ზოიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემი კოლეგა და მეგობარი კაკი ზოიძე არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, მონდომებული და ქვეყნის ერთგული ადამიანი, რომლის ყოფნა საქართველოს პარლამენტში არის უმნიშვნელოვანესი.

როგორ ბედავენ ის უსირცხვილო პოლიტიკოსები აკაკი ზოიძის განცხადების არსი დაამახინჯონ და თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ, იმ ინტერესების სასარგებლოდ , რომელიც ყველასათვის კარგად ცნობილია რამდენად ეგოისტურ და პიროვნულ სარგებელს უკავშირდება და უკავშირდებოდა წლების მანხილზე .

სანამ კაკისთვის ტალახის სროლად გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი , რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული, იქნებ ნაკლებ შეგაწუხოთ სუნმა.” – წერს ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ: “ჩემი აზრით პრეზიდენტს ასევე უნდა გაეკეთებინა დღეს კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ მიუღებელია ისტორიის გადაწერა და რუსეთი არის ოკუპანტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

კითხვაზე, როდესაც გუშინ საკუთარი მოქალაქეების მიმართ პრეზიდენტი იყო ძალიან კატეგორიული და როდესაც დღეს პუტინის განცხადებაზე საერთოდ არ გააკეთა განცხადება, ეს რას ნიშნავს?

“იცით რა არანაირი საკუთარი მოქალაქეების მიმართ რა, ესენი არიან მტრები და “მეხუთე კოლონა”. ეს არის თავზე ხელს რომ ვუსმევთ ვითომ მოქალაქეებს. გვაკარგვინებენ იმ უპირატესობას, რომელიც გვაქვს. რომ დგანან, ისევ ნაციონალური მოძრაობა? ნაწილი მათგან? კი ბატონო დგანან ახალგაზრდები, რომლებიც თვლიან, რომ გახარიას გაშვება მთავარია.

ძალიან კარგად გავმიჯნოთ, ის პროვოკაცია ხომ იმისთვის არის გამიზნული, რომ მორალური უპირატესობა დავკარგოთ. ის მილიონი ტურისტი რომელიც ჩამოდის კეთილი ნების ელჩია და ამ პერსპექტივას ამრავლებს, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს.

300 000 ქართველია დღეს დევნილი და დღეს რუსები ცინიკურად აქეთ გვაბრალებენ ჩვენივე ტერიტორიის ოკუპაციას. ეს აწყობდა რუსეთს და ამიტომ მოხდა მთელი ეს პროვოკაციები და ამ პროვოკაციებში ან სასარგებლო იდიოტს თამაშობდა “ნაციონალური მოძრაობა” ან კიდევ რაც მე უფრო მგონია ეს არის ის, რომ შეგნებულად ხელს უწყობდა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...