წილოსანი: როცა ეს ადამიანები მორალს მიკითხავენ, იქ ვხვდები რომ ძალიან სწორად ვიქცევი

ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი წერს.

“გუშინ პარლამენტის გადაწყვეტილებით აღშფოთებული ადამიანების პოსტებს ვკითხულობდი და ერთი რაღაც გამახსენდა..
2004 წელს მამაჩემი რომ დაიჭირეს, ესეთი საშინელი დღეები სულ რამდენიმე მახსენდება, პროკურატურაში ჩემი მეგობარი მუშაობდა, რომელმაც 1 ჭიქა წყალიც კი ვერ შეაწოდა შიშისგან, რეჟიმის შიშისგან, ადამიანურად გამხნევებაზე აღარ იყო საუბარი.

ოღონდ ეს ფაქტი მხოლოდ ნეტარებაა იმ ყველაფერთან შედარებით რაც მათ შემოქმედებით არსენალშია, უბრალოდ ეხლა ის ემოცია ამომიტივტივდა..

ჰოდა ეს ადამიანები რომ მორალს მიკითხავენ და თურმე “აღშოთებულები” არიან იქ ვხვდები, რომ ძალიან სწორად ვიქცევი.
მაშინ როცა ადამიანების დიდი ნაწილი მანკიერ ცხოველს ემსგავსება, ოღონდ თავის სასარგებლოდ რაღაც მოატრიალონ, იქ კამათს ან პოსტებზე კომენტარების პასუხს აზრი ეკარგება”,- წერს წილოსანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...