წილოსანი: პარლამენტის გენდერული საბჭო პანდემიის დროს ქალთა ეკონომიკურ საქმიანობაში მიღებული ზიანის კვლევას ჩაატარებს

ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარმ ნინო წილოსანმა  დღევანდელ ბრიფიგზე განაცხადა.

მისი თქმით, კვლევა როგორც ქალებისთვის, ასევე საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ინსტრუმენტი იქნება, რათა აღნიშნული ზიანი ეფექტიანად აღმოიფხვრას.

„პარლამენტის გენდერული საბჭო პრემიერ-მინისტრის ოფისთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მათთან თანამშრომლობით, მოვამზადებთ ეკონომიკაზე პანდემიის ზიანის და გავლენის გენდერულ ანალიზს. ამ რეკომენდაციებისა და კვლევის მიზანია, გავარკვიოთ, რა ზიანი მიადგა ან მიადგება ქალთა ეკონომიკურ აქტივობას პანდემიის დროს და შევიმუშავოთ ის რეკომენდაციები, რომელიც მათთვის იქნება დამხმარე ინსტრუმენტი, ასევე მთავრობისთვის, რომელმაც უნდა შეიმუშავოს ეკონომიკის სტიმულირებისა და წახალისების პროგრამა. ეს იქნება მათ მიერ აქტიურად გამოყენებული. ეს იქნება დამატებითი ინსტრუმენტი, რათა სწორად, დასაბუთებულ პოზიციებზე დაყრდნობით განვსაზღვროთ ის ზიანი, რაც მიადგათ ქალებს და შესაბამისად, აღმოვფხვრათ და ეფექტიანად დავეხმაროთ მათ, როგორც მოწყვლად ჯგუფს და ეკონომიკაში მნიშვნელოვან სამუშაო ძალას“,- ნინო წილოსანმა.

როგორც გენდერული საბჭოს წევრმა, აღნიშნა, გეგმის მიხედვით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, სამუშაო ჯგუფი გენდერული საბჭოს სახელით, ქალთა მიმართ ზიანის შემცირების მიზნით, რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს, რომელიც გაგრძელდება მთავრობასთან კოორდინაციით ამ მიმართულებით სათანადო და შეძლებისდაგვარად საჭირო ქმედებების განსახორციელებლად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად