წილოსანი: მოსახლეობამ 6-დან 6-ივე შეხვედრაზე მთხოვა გახარიასთვის გადამეცა “არ წავიდესო”

“გახარია წადი” – ბახმაროში ბანერი გამოფინეს” – ამ სახელწოდების ნიუსს ეხმაურება ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ნინო წილოსანი,

“რა საინტერესო რამეა საინფორმაციო სივრცე. ეს ნიუსი ამომიგდო ფბ და ეხლა გეტყვით სინამდვილეში როგორ არის:

1. ბახმარო “მრავალ მთიანი” კურორტია 😊 და ერთ- ერთ უხილავ გორაზე, უხილავმა სამმა ადამიანმა პაატარა ფარატინა პლაკატი რომ აიტანა და ზემოდან ნიუსი მიაყოლა ამით სურთ შექმნან სურათი თითქოს სრულიად ერის სურვილს ვაჟღერებთო

2. ხელისუფლების წარმომადგენლები ვიყავით ნამდვილად და დიდი სიყვარულით გვხვდებოდა ხალხი. ოპოზიციის წარმომადგენლები კი დავინახე მინელებულ რეჟიმში და როგორც კი ნახეს გურულებში შესაბამის მუხტს ვერ აწევდნენ ისევე მინელებულები მიიმალნენ.

3. გახარიასთან დაკავშირებით კი მინდა გითხრათ, ბოლო დროს მოსახლეობასთან ჩატარებული 6 შეხვედრიდან 6-ივე შეხვედრაზე მთხოვეს გადამეცა “არ წავიდესო”

ჰოდა ამ პლაკატების გამოკვრას ხალხს რომ დაელაპარაკოთ არ ჯობია.. როგორ იგივე შეცდომებს უშვებთ , რამაც ესე გაგაუფასურათ.” – წერს ნინო წილოსანი თავის სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად