“ცილისმწამებლები ციხეში”- ქუთაისში, პროკურატურასთან მორაგბეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ცილისმწამებლები ციხეში”- ამ სლოგანით ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან მორაგბეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას რამდენიმე დღის წინ დაკავებულ მორაგბე გიორგი კვირიკაშვილს უცხადებენ, რომელიც ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აზავებდა ორ ადამიანს რომლებიც ჩხუბობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი იყო ადვოკატის მეუღლე, გამზავებელი კი სამართალდამცველებმა დააკავეს როგორც ჩხუბში მონაწილე პირი და მას გამოძიება ადვოკატის ოჯახის წევრის ცემას ედავება, სინამდვილეში მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია”-აცხადებს უფლებადამცველი ციცი ბაბუნაშვილი.

აქციაზე გარდა სპორტსმენებისა მორაგბე გიორგი კვირიკაშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...