წიკლაური: ხელისუფლება ცდილობს საბოტაჟი მოუწყოს სანდრას, პოლიციელები მთელი დღე მას დასდევენ

ხელისუფლება ცდილობს საბოტაჟი მოუწყოს სანდრას და პოლოცოელები მთელი დღის განმავლობაში მას დასდევენ – ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ქმედებები მიმართულია პოლიტიკური პროცესების ჩასაშლელად და ხელისუფლების გარდაუვალი მარცხის შესაჩერებლად.

ბრიფინგზე ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძემ წარადგინა ფოტო და ვიდეო მასალა სადაც, მისი თქმით ჩანან ზუგდიდის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ფარულ თვალთვალს ახორციელებდნენ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მიმართ.

მან ასევე, წარადგინა სამხარეო პოლიციიის თანამშრომლევლბის მიმოწერა, თუ როგორ გეგმავენ ხელის შეშლას ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად