წიკლაური: გახარიას ქართულ პოლიტიკაში კეთილი როლის შესრულება მხოლოდ ამ თვალსაზრისით შეუძლია

გიორგი გახარიას ამომრჩეველი არის “ქართული ოცნების” განხიბლული ამომრჩეველი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ამ თვალსაზრისით მას შეუძლია კეთილი როლის შესრულება, სხვა მხრივ კი ის მიუღებელია.

“გიორგი გახარიას ამომრჩეველი არის “ქართული ოცნების” განხიბლული ამომრჩეველი. ამიტომ, ყველა ხმა, რომელსაც ის მიიღებს, იქნება “ქართული ოცნების” ძველი მხარდამჭერების ხმა. მხოლოდდამხოლოდ ამ თვალსაზრისით ვთვლი, რომ გახარიას კეთილი როლის შესრულება შეუძლია ქართულ პოლიტიკაში. სხვა მხრივ ეს ადამიანი მიუღებელია”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...