წიკლაური: არ არსებობს ჭკუათმყოფელი, ვისაც უნდა ცეცხლი ეკიდოს პოლიციის მანქანას

"არ არსებობს ჭკუათმყოფელი ადამიანი, რომელსაც უნდა საქართველოში ცეცხლი ეკიდოს პოლიციის მანქანას", – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა გადაცემა "ხალხის პოლიტიკა"-ში განაცხადა. 

"ჩვენ ვაშენებდით ამ ქვეყანას, ჩვენ ვაშენებდით პოლიციას, ბევრი შეცდომით, ბევრი პრობლემით, ბევრი წინააღმდეგობით, მაგრამ ვაშენებდით ამ ქვეყანას და არავითარ შემთხვევაში არავის სურს თავისი ოჯახის წევრები, თავის შვილები, მეგობრები იყვნენ იმ ვითარებაში, რომლითაც ქვეყანა განადგურდება", – განაცხადა წიკლაურმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად