წიკლაური: ამ მართლაც შარიპოვის-შოთაძის გენპროკურად დანიშვნა ხალხისთვის თავლაფის დასხმაა

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პირველები” განაცხადა.

“ჩვენთან საქართველოში არსებობს შეჩერებული პროექტები, არსებობს ძალადობა, რომელიც ათასგზის უფრო მძიმე გახდა. არსებობს ქურდობა, კორუფცია, სარდაფებში ჩაყვანა ოპონენტების და საკუთარი მინისტრების, რაც მთავარია. არსებობს ფარდის მიღმა გარჩევები, სადაც ივანიშვილი თავად განაგებს სხვადასხვა ფინანსურ ნაკადებს. არსებობს მონა პროკურორები, მთელი ქართველი ხალხისათვის თავ-ლაფის დასხმაა შოთაძის ამ მართლაც შარიპოვის დანიშვნა საქართველოს გენერალურ პროკურორად. არაფერი მათ არ უნდათ, გარდა ქართველი ხალხის ძარცვისა”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად