ციხელაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობა, რომელიც მავთულხლართებმა დააშორა, შერიგდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გრიგორი კარასინმა ევროკავშირის წარმომადგენელთან დევნილთა დაბრუნების თემაზე გაერო-ში მიღებული რეზოლუციისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხები დააყენა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა.

"გეტყვით, რომ საქართველოს დეკლარირებული აქვს კეთილი ზრახვები მოსახლეობის მიმართ. მათ შორის საქმიანი ინიციატივები, ნაბიჯი უკეთესი მომავალისკენ ამ ყველაფერს ამყარებს. ეს არის ჩვენი მოქმედების გეგმა და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ტატუნაშვილი-ოთხოზიას სია მოიცავს დამნაშავეებს. დამნაშავებთან ბრძოლა არის თემა, რომელიც არ უკავშირდება არანაირ ეთნიკურ ან პოლიტიკურ ხაზებს. გაუგებარია, ვის აძლევს ხელს დამნაშავების ზურგს უკან დგომა და ხელის დაფარება. ის, რომ ოთხოზორიას მკვლელი, კონკრეტულ პირი დღეს თავისუფალია, ეს არანაირ ადამიანურ ჩარჩოში არ ჯდება. დამნაშავე არის ყველგან დამნაშავე, დამნაშავეებს არ აქვთ ეთნიკურობა. რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალშიც ვიქნებით შეურიგებლები დანაშაულის და კრიმინალის მიმართ.

შეურიგებლები, რომ მოსახლეობა იდევნებოდეს და მათ არ ჰქონდეთ უფლება საკუთარ სახლში დაბრუნების. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის მოსახლეობა, რომელიც მავთულხლართებმა დააშორა, შერიგდნენ. ეს არის ორი სხვადსახვა რამ. დანაშაულთან შერიგებას არ ვაპირებთ, ოკუპაციასთან შერიგებას არ ვაპირებთ, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ერთმანეთის დაბრუნებას და ხალხის შერიგებას. ვისაც ნამდვილად სჭირდება ეს",- განაცხადა პანკისში გამართულ შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად