ციხელაშვილი: ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, მიმართულია სიტუაციის დეესკალაციისკენ

ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, მიმართულია სიტუაციის დეესკალაციისკენ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება, არის მიმართული სიტუაციის დეესკალაციისკენ და ზოგადად, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისკენ, ისევე, როგორც პოლიციის ეს საგუშაგო ჩორჩანას მახლობლად. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით განცხადებები თავისი ხასიათით იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ყველა თვალსაზრისით. ადგილზე გახლავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი. ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ არავის ინტერესში არ შედის არანაირი ტიპის ესკალაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...