ციხელაშვილი: ქართულმა მხარემ, რაც უნდა გააკეთოს, იმას აკეთებს

ამის შესახებ, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი არ იზიარებს ოპონენტების კრიტიკას, რომ საგარეო კუთხით ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

“ქართულმა მხარემ, რაც უნდა გააკეთოს, იმას აკეთებს. ყველა დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ პირველი, ეს ვალდებულებები იყოს დღის წესრიგში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 4 რაუნდი სწორედ ამას ეძღვნება. გასაგებია და ძალიან საუბედურო და სამწუხარო რომ რუსეთი არა მხოლოდ ამ, სხვა ვალდებულებებსაც დღეისთვის არ ასრულებს. მაგრამ ჩვენი რესურსი დიპლომატიური არის მიმართული იქითკენ რომ ეს იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში და პარტნიორების მხარდაჭერა არის ამაში ძალიან მყარი,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ისინი ამბობენ, რომ აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგაც არ სრულდება რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ექვსპუნქტიანი გეგმა და ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი თემა იყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...