ციხელაშვილი: პირველი შემთხვევა არაა, რომ რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდზე ქართულმა მხარემ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული საკითხები წამოჭრა.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას და იმ შეზღუდვებს, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება საკმაოდ დისკრიმინაციული მიდგომით და აუცილებლობას იმისა, რომ უნდა დადგეს შესაძლებლობები მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, არ შეფერხდეს და გაფართოვდეს უკვე შეზღუდული შესაძლებლობები, რომელიც უკავშირდება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის კვეთას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მოსახლეობისთვის, ვინც გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს, მაგრამ არა მხოლოდ მათთვის, არამედ მთლიანად რეგიონის მოსახლეობისთვის.

ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგორში მაცხოვრებელი მოსახლეობის მდგომარეობას. ბუნებრივია საუბარი შეეხო ისეთ თემებს, რომელიც არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი საყრდენი საკითხები.  ეს სამი საკითხია, ძალის გამოუყენებლობა, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობა, ასევე დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყება და ხელშეწყობა. ეს საკითხები დიდწილად უკავშირდება 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და სწორედ ამ კონტექსტში იქნა დაყენებული, მათ შორის ძალის არ გამოყენების ვალდებულების შესრულების გამოყენების აუცილებლობა. ქართულმა მხარემ საკუთარი ვალდებულებები უკვე თავიდანვე პირნათლად შეასრულა. ვალდებულებები, რომელიც აქვს შესასრულებელი რუსეთს, ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც ისმევა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დისკუსიებზე. ასევე ძალიან მნიშვნელიოვანი თემაა დევნილთა დაბრუნების საკითხი. სამწუხაროდ ამ დისკუსიების გამართვა უკავშირდება ძალიან პოლიტიზირებულ მცდელობებს, იმისა რომ არ შედგეს ასეთი დისკუსია, თუმცა მე მინდა გამოვთქვა იმედი და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ჩართულ მონაწილეს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს.

ჩემი სამინისტრო ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, ქართულ დელეგაციას, რომლის ფარგლებშიც დევნილთა დარუნების საკითხი განიხილება, ასევე გადაადგილების თავისუფლება, მიწებზე, სამეურნო მიწებზე წვდომა, მოსახლეობის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობა, საკუთრების უფლება და ჩვენ არა მხოლოდ პრობლემებს ვაყენებთ ჟენევის მოლაპარაკებებზე, ვსაუბრობთ მოგვარების გზებზე. მინდა სრულიად დარწმუნებით გითხრათ,რომ ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში და ეს აქვს ქართულ მხარეს, ბევრ საკითხზე ბუნებრივია, შესაძებელია შეთანხმების მიღწევა და ამას ცდილობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები",-აღნიშნა ციხელაშვილმა.

რუსეთმა ჟენევაში მოლაპარაკების მაგიდა დატოვა. მინისტრი კი აქვე დასძენს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

"ადრეც მომხდარა, რომ მოლაპარაკებების მაგიდიდან ამდგარან. თუ ვინმეა დაინტერესებული, ქართული მხარეა დაინტერესებულ, რომ ძალის გამოუყენებლობა იყოს შესრულებული, ამაზე არაერთხელ გვითქვამს, არის ჯერი რუსეთზე და არანაკლებ მნშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება, რაც ერთ-ერთი საკითხი გახლდათ ამ რაუნდების განმავლობაში", – განაცხადა ციხელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად