ციხელაშვილი: ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპულ ქართველზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, 23 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში ქართველი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე მთელი პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს და რუსეთს ეკისრება.

"სამძიმარს ვუცხადებ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ამ მომენტისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის დააკავეს გუშინ ახალგორში, მის მიმართ გამოყენებული იქნა ძალა და სრულიად გაურკვეველ ვითარებაშ მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა. უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გარდაცალების ზუსტი გარემოებების დადგენა და ადეკვატური შეფასება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს და მთლიანად საოკუპაციო რეჟიმს",- განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად