ციხელაშვილი ე.წ. საზღვრის გახსნაზე: საქართველოს მოქალაქეებს ახლობლების მონახულებისა და პენსიის აღების საშუალება მიეცემათ

140 დღიანი იზოლაციის დროებით დასრულებას, სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალგორის ე.წ საზღვრის 10 დღით გახსნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ახლობლების მონახულებისა და პენსიის აღების საშუალებას მისცემს.

ე.წ. საზღვარი გუშინ 10 დღით, 2 თებერვლამდე გაიხსნა. ჰუმანიტარული კრიზისი, მედიკამენტების დეფიციტი და გაძვირებული პროდუქტი – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ.

“არის გარკვეული მოძრაობა და გადაადგილების შესაძლებლობა, ეს ძირითადად პენსიონერებს ეხებათ, რომელთაც ოჯახების ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში  – წეროვანში ჰყავთ. ასეთი ზომაც კი, წარმოიდგინეთ და უდიდესი შეღავათია მათთვის, რადგან ისინი უკვე 5 თვის განმავლობაში არიან ფაქტობრივ ტყვეობაში ჩაკეტილები,” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად