ციხელაშვილი: აფახაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებულ პროდუქციას, ევროპულ ბაზარზე გასვლის საშუალება მიეცემა

ამის შესახებ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა მთვრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა

მინისტრი ამბობს რომ, აფხაზეთი და ოსეთში მაცხოვრელბეს თბილისის პირველ რიგში სავაჭრო ურთიერთობას სთავაზობს არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ ევროკავშირის ბაზარზე.

„პოლიტიკა შედგება ორივე მიმართულებიდან, იცით რომ ერთი არის დეოკუპაცია რუსეთთან მიმართებაში, მეორეა დიალოგი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან.

მაგალითად, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის ფორმა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რა თქმა უნდა წითელი ხაზების სტატუსის საკითხთან შეუხებლად გამოსავალი იქნას მოძიებული და გაიშალოს, მაგალითად, სავაჭრო ურთიერთობები. აფახაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებულ პროდუქციას მიეცეს შესაძლებლობა ან აქ წარმოშობილი პროდუქციას გავიდეს დანარჩენი საქართველოს ბაზარზე, ან საქართველოს სავაჭრო შეთანხმებებით ჩვენ პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან, უცხოურ ბაზარზე.

ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მათ შორის დახურულ რეჟიმში არაერთი კონსულტაცია გვქონდა საზოგადოების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებით აფხაზურ მხარესთან და შევიმუშავეთ ისეთი მექანიზმები, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, გვერდი ავუაროთ და არა გადავთქვათ, ან პოზიცები შევცვალოთ, გვერდი ავუაროთ კონკრეტული საკითხების მოგვარებისას, როგორიცაა განათლება, ვაჭრობა, მტკივნეულ, რთულ, კომპლექსურ პოლიტიკურ საკითხებს და ეს საკითხები ისე მოვაგვაროთ.

ამაზე კონკრეტული არ შეიძლება იყოს, ეს არის დაწერილი ფურცელზე, არსებობს საკანონმდებლო ცვლილებები, მთავრობის მთელი კონცეფცია ამის თაობაზე. ამიტომ, თუნდაც ეს ერთი ინიციატივა რომ ავიღოთ, რომელიც ათეულობით სიხლეს მოიცავს, არის ძალიან კონკრეტულუი შეათავაზება.

მე სულ ვამბომ, ამ ინიციატივის დაუწერელი თავი გახლავთ სწორედ დიალოგის სხვადასხვა ფორმა. კონკრეტულ წარმომადგენლებს შორის, ავტორიზებულ პირებს შორის.

ამ ინიციატივის გამოქვეყნების შემდეგ, წარმოუდგენლად მაღალი ინტერესია ორივე რეგიონში, განსაკუთრებით სავაჭრო კომპონენტის მიმართა.

25 წლის განმავლობაში ზუსტად პირველად ქმნის შესაძლებლობას ეკონომიკურ რესურსებზე ხელომისაწვდომობის და გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის წარმოების გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობაში ბმაში აფხაზეთისა და ოსეთის, 15-ჯერ მეტი განაცხადი.

რაც შეეხება მილაპარაკებების ამ ეტაპზე დაწყებას, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის ეს სიახლე არ არის და კიდევ ერთხელ ვამბობს, ვადასტურებთ, კონკრეტულ ფორმებზე გვექნება მზაობა. არაერთხელ გვითქვამს. ბუნებრივია აქ წითელი ხაზების კვეთა არ იგულისხმება. ჩვენ წარსულში გვქონია ამ წლების განმავლობაში გარკვეული დიალოგის ფორმატები, რომელიც მოქნილად გვარდება…

დღესაც ვსაუბრობთ ჩვენ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ ვაღიარებ დამოუკიდებლობას, რაღაც ერთეულად. ამიტომ, მოლაპარაკებს დროს მხარეების სტატუსი მოქნილად შეიძლება იყოს განსაზღვრული.

მომლაპარაკებლის სტატუსით შესაძლებელია საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელებთან საუბარი, რაც მომხდარა, ახლაც ხდება, რასაც ასე ვთქვათ ქვედინების სახე აქვს და თუ უფრი გაიშლება, რა თქმა უნდა, სასურველი იქნება.
თქვენ მედიის წარმომადგენლები ბრძანდებით, სწორ კითხვებს სვამთ, მაგრამ მე შეზღუდული ვარ ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ არსებულ კონტაქტებთან მიმართებაში.

ისევ და ისევ პროცესის ინტერესებიდან გამომდინარე. გარკვეული კონტაქტები არსებობს ბოლო წლების განმავლობაში. მე მინდა დავტოვო მოქნილი სივრცე, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდეს“. – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად