ციხელაშვილი: ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის მრწამსის ყველაზე მთავარი საფუძველი

„ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის მრწამსის ყველაზე მთავარი საფუძველი და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც სწორედ მაღალი პასუხისმგებლობით შევძლებთ, რომ გავუმკლავდეთ მსოფლიო პანდემიას”- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების დაცვისთვის მადლობას უხდის და საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს „ჩარშამა სარსალეს“დღესასწაულს ულოცავს.

„მინდა საქართველოში მცხოვრებ ყველა ეზიდს მივულოცო დიდი დღესასწაული ახალი წელი, რომელიც აღინიშნება სწორედ აპრილის თვეში, არის სიცოცხლის, სიხარულის და კეთილდღეობის სიმბოლო. ამ ძალიან რთულ დროს, როდესაც მთელი პლანეტა დღეს დგას COVID-19-ის გამოწვევის წინაშე, რა თქმა უნდა თითოეულ ოჯახს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, სიკეთე, კეთილდღეობა და მე მგონია, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევით და ჩვენი ერთიანობით აუცილებლად შევძლებთ, რომ ეს გამოწვევა დავამარცხოთ.

ამასთანავე, მინდა მათ ისევე, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიუხედავად რელიგიური თუ ეთნიკური წარმომავლობისა მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ბოლო თვის განმავლობაში არაერთი დღესასწაული იქნა აღნიშნული სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან და ასევე, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გაითვალისწინა და დაიცვა ის რეკომენდაციები, წესები, რომლებიც მოქმედებს დღეს სახელმწიფოში და რომლის დაცვაზეც გადის პირდაპირ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი.

ზოგადად ერთმანეთზე ზრუნვა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის მრწამსის ყველაზე მთავარი საფუძველი და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც სწორედ აი ამ გზით, აი ამ მაღალი პასუხისმგებლობით შევძლებთ, რომ გავუმკლავდეთ მსოფლიო პანდემიას“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად