ციხელაშვილი: 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია უნიკალური ეთნიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება

ამის შესახებ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.

“სახელმწიფო მინისტრის აპარატის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენს მიერ შემუშავებული შირიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის პროგრამული ხარჯები არის უმეტესწილად დარგობრივი სამინისტროების ბიუჯეტებში გაწერილი.

უშუალოდ სახელმწიფო მინისტრის ბიუჯეტში კი პრიორიტეტულად ისეთი საკითხები რჩება, რომელიც არცერთი სხვა ხაზით არ იფარება. კერძოდ 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მხარდაჭერა, ეს ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე შეიარაღებული კონფლიქსტისა და საბრძოლო მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძების, ექსგუმირებისა და იდენტიფიცირების ხარჯები.

ასევე ჩვენს არაქრათულენოვან მოსახლეობაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჩვენი უნიკალური ეთნიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ცნობიერების ამაღლება და მასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიები”,-განაცხადა ციხელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად