წიგნი “ექსპედიციები აჭარაში – შუახევი 2016” გამოიცა

2018 წელს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის ეგიდით, გამოსცა წიგნი „ექსპედიციები აჭარაში – შუახევი 2016“.

წიგნში შესულია 2016 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტთა მიერ, ექსპედიციების შედეგად, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოპოვებული ფოლკლორული მასალები: მუსიკა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. წიგნს ერთვის ფოტო-აუდიო და ვიდეომასალები. 

ეს არის კომპლექსური ექსპედიციის შედეგების მეცნიერულად დამუშავებისა და გამოცემის პირველი შემთხვევა.
მსგავსი გამოცემები დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...