წიაღისეული რესურსების ეფექტურად მართვის მიზნით “ერთი ფანჯრის” პრინციპი დაინერგება

წიაღისეული რესურსების ეფექტურად მართვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაშიმნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა დაეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

მინისტრმა დეპუტატებს წიაღისეული რესურსების დარგში დაგეგმილი პროექტები გააცნო. კერძოდ, ნათია თურნავას თქმით, იგეგმება ინტეგრირებულინებართვის გაცემა – „ერთი ფანჯრის” პრინციპის დანერგვა.

ამასთან, ამ ეტაპზე უკვე გამარტივდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე ოპერირების ნებართვა და შესწავლის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე მოიხსნაცალკეულ ტერიტორიებზე დადგენილი შეზღუდვა – ლიცენზიის მფლობელი ტერიტორიაზე ოპერირებს მარტივი სანებართვო დოკუმენტით შეძლებს, ხოლოვადა საშუალოდ 90 დღიდან 30 დღემდე შემცირდა.

„ასევე შესაძლებელი გახდა ტყის ფონდის გარკვეულ ტერიტორიებზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების ჩატარება, რაც პოზიტიურ გავლენასიქონიებს შესწავლით დაინტერესებული პირების მომართვიანობაზე და გაზრდის შესწავლის მაჩვენებლებს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად