ცეზარ ჩოჩელი: “ლუდზე აქციზის გაძვირების გამო რეალიზაცია 30%-ით შემცირდა”

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი "აიპრესთან" საუბრისას ფინანსთა სამინისტროს მიერ ლუდზე აქციზის გაძვირების გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს.

როგორც ჩოჩელმა აღნიშნა, ლუდზე აქციზის გაძვირებას კარგი არაფერი მოყვება.

"ეს იყო ფინანსთა სამინისტროს ყველაზე დიდი შეცდომა, რამაც ზოგადად დააზარალა მთლიანად დარგი, რასაც ჰქვია ლუდი. ძალიან ბევრი მიმართულებით, საინვესტიციო გარემო გაფუჭდა, აქციზის გაძვირების გამო… რეალიზაცია შემცირდა 20-30%-ით. საკმაოდ უარყოფითად აისახა და ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ალბათ იქნება საჭირო მოლაპარაკებები, რომ ეს თემა დარეგულირდეს. ასე თუ გაგრძელდა, კარგს არაფერს ველი",-განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

ამასთან, როგორც ჩოჩელმა აღნიშნა, "ზედაზენისა" და "ბარამბოს" დაყადაღების გამო ვერ, რამდენიმე პროექტს ვერ ახორციელებენ.

"თითქმის დასრულებულია პროექტები. ინვესტორებთანაც ჩამოყალიბებულები ვართ. დარჩენილი გვაქვს ისევ ისე რამდენიმე წვრილი პრობლემა. ეს არის ყადაღების თემა, რომელიც დღემდე არ არის გადაწყვეტილი. ველოდებით… შპალების თემა დამთავრებულია, აქ საუბარია ბარამბოს და ზედაზენის ყადაღაზე. იმის ძირითადი ხელის შემშლელი, შემაფერხებელი, რომ დღემდე არ არის დაწყებული ახალი პროექტები. როგორც კი ყადაღები მოიხსნება, ქარხნების მშენებლობა დაიწყება",-აღნიშნა ჩოჩელმა.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1 მარტიდან ლუდზე აქციზი 50%-ით გაიზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული ლუდის მწარმოებლებმა გააპროტესტეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად