ცეცხლმოკიდებულ ატომურ წყალქვეშა ნავს ძირავენ

აალებული ატომური ხომალდის ჩაძირვის ოპერაცია დაიწყო. კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, უსაფრთხოების სპეციალისტებმა წყალქვეშა გემის ჩაძირვის გადაწყვეტილება მიიღეს.

სევეროდვინსკის გემთსაშენ ქარხანა „ზვიოზდოჩკაში“ ატომურ წყალქვეშა ნავ „ორიოლზე“ გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ვერ მოხერხდა.

როგორც ქარხნის უსაფრთხოების სამსახური იუწყება, „დოკის კარები ღიაა და და ნავის წყალში ჩაძირვის ოპერაცია უკვე დაიწყო.“

ექსპერტები აცხადებენ, რომ ხომალდი გადარჩება. გემის კორპუსი ჰერმეტულია და ზღვის წყალი კორპუსის გადაბმის ადგილს, სადაც ხანზარი გაჩნდა, ვერ დააზიანებს.

გემის ჩაძირვას სულ 5 საათი დაჭირდება. ქარხნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. 

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აალება ხომალდის კორპუსის მძიმე და მსუბუქი ნაწილების გადაბმის ადგილას მოხდა. ხანძრის რადიუსი 40 კვადრატული მეტრია. მაშველები განგაშის რეჟიმში მუშაობენ.

წყალქვეშა ატომური სარაკეტო კრეისერი K-226 “ორიოლი“ ჩრდილოეთის ფლოტის მე-11 წყალქვეშა ბრიგადის შემადგენლობაშია. ხომალდის წყალქვეშა მოცულობა 24 ათასი ტონაა. მასზე П–700 ტიპის 24 გემთსაწინააღმდეგო რაკეტაა დამონტაჟებული. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად