ცესკოსთან, სადაც “ლეიბორისტების” აქციაა დაძაბული ვითარებაა

ცესკოსთან “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის აქციაა. ისინი ცესკოს თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვს.

“დღეს 6 საათზე შეუწყდათ რეგისტრაციის უფლება იმ მოქალაქეებს, ვინც არის კოვიდ ინფიცირებული ან თვითიზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად, ათასობით მოქალაქე დაკარგავს საარჩევნო ხმის უფლებას. ვითხოვთ თამარ ჟვანიასგან, რომ ჩამოვიდეს, შეგვხვდეს და გაგვცეს კითხვებზე პასუხი, რა გეგმა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმოქმედებთ”, – აცხადებენ “ლეიბორისრული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

ცოტა ხნის წინ დაიძაბა ვითარება, სადაც პარტიის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ცდილობენ.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის ატივისტმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციაზე ერთი აქტივისტი, ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად