ცესკოსთან ოპოზიციის აქციაა

ცესკოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თამარ ჟვანიას უწყება არჩევნების შედეგებს აყალბებს და ხმების დაცვაა საჭირო.

ადგილზე იმყოფება ოპოზიციის საერთო კანდიდატი სამგორის მაჟორიტარულ ოლქში ლევან ხაბეიშვილი, თუმცა ცესკოს ეზოში მათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არ უშვებენ. პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით კოვიდის გამოა მიღებული ეს ზომები, ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათ პირბადე უკეთიათ.

აქციაზე სკანდირებენ: “ქურდებო”.

პოლიტიკური პარტიების ლიდერების დიდი ნაწილი იმყოფება ნიკა მელიას შტაბში. როგორც ჟურნალისტებს “ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელმა ანზორ ბიწაძემ განუცხადა, პარტიები კონსულტაციებს გადიან და გადაწყვეტენ, რა გეგმა ექნებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად