ცესკოსთან, “ლეიბორისტების” აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს

ცესკოსთან, “ლეიბორისტების” აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ში “აიპრესს” განუცხადეს.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს,   ცესკოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე საპატრულო პოლიციამ საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 3 პირი დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ცესკოსთან “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის აქციაა. ისინი ცესკოს თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ცოტა ხნის წინ დაიძაბა ვითარება, სადაც პარტიის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ცდილობენ.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის ატივისტმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციაზე ერთი აქტივისტი, ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა.

აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად