ცესკომ საარჩევნო სუბიექტებს ნომრები მიანიჭა – რომელი პარტია რა ნომრით იყრის კენჭს

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის
პირველი პუნქტის „ჰ2” ქვეპუნქტის, 381
მუხლის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 201-ე მუხლისა
და „2020 წლის 31 ოქტომბერს ერთდროულად სხვადასხვა სახის არჩევნების გამართვის გამო,
საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესის და ვადების
განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 18
სექტემბრის №153/2020 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის
რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს განესაზღვროთ შემდეგი
რიგითი ნომრები:
1. №1 – (პარტია) თეთრები
2. №2 – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა
თავისუფლებისთვის
3. №3 – ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
4. №4 – დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა – ქდმ
5. №5 – საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული
ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”
6. №6 – მომავალი საქართველო
7. №7 – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის
8. №8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
9. №9 – გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია
10. №10 – შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია
11. №11 – მშრომელთა სოციალისტური პარტია
12. №12 – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის
13. №13 – რეფორმერი
14. №14 – ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი
15. №15 – ჩვენი გაერთიანებული საქართველო
16. №16 – ახალი ქრისტიან-დემოკრატები
17. №17 – ირაკლი ოქრუაშვილი – გამარჯვებული საქართველო
18. №18 – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
19. №19 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ჩვენი საქართველო – სოლიდარობის
ალიანსი
20. №20 – საქართველო
21. №21 – თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)
22. №22 – საქართველოს ევროატლანტიკური გზა
23. №23 – ახალი ძალა
24. №24 – ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები
25. №25 – თავისუფალი დემოკრატები
26. №26 – ეკა ბესელია – პ.პ. „სამართლიანობისთვის”
27. №27 – საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი
28. №28 – ქართული ფესვები
29. №29 – დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა
30. №30 – შეცვალე საქართველო
31. №31 – თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა
32. №32 – სახალხო პარტია
33. №33 – ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ)
34. №34 – სოციალური სამართლიანობისათვის
35. №35 – საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია
36. №36 – გირჩი
37. №37 – საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
38. №38 – იბერიელთა ერთობა
39. №39 – საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი
40. №40 – ქართველ ნაციონალისტთა ერთობა – გაიოზ მამალაძე
41. №41 – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
42. №42 – რეფორმატორები
43. №43 – ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის)
44. №44 – ქართული იდეა
45. №45 – ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა
46. №46 – გია ჟორჟოლიანი – სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის
47. №47 – ზვიად ძიძიგური – საქართველოს კონსერვატიული პარტია
48. №48 – არჩევანი სამშობლოსათვის
49. №49 – ჯონდო ბაღათურია – ქართული დასი
50. №50 – პროგრესული საქართველო
51. №51 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ძალოვან ვეტერანთა
და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
52. №52 – სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორი
53. №53 – ტრადიციონალისტები
54. №54 – სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები
55. №55 – ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა
56. №56 – ლელო
57. №57 – მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო”
58. №58 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
59. №59 – საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია
60. №60 – საქართველოს განვითარების პარტია

მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის
ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია

კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად