ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ვაკეში ბიძინა გეგიძე ელენე ხოშტარიას უგებს

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ვაკის #2 მაჟორიტარულ ოლქში, წინასწარი მონაცემებით "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ბიძინა გეგიძემ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატს ელენე ხოშტარიას 8 597 ხმით მოუგო.

ბიძინა გეგიძემ 12 720 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა ხმის 75.52%-ია. ელენე ხოშტარიამ კი, ამომრჩეველთა ხმის 24.48% მიიღო. მას 4 123-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად