ცესკო: „ქართულმა ოცნებამ“პარლამენტში 90 მანდატი მოიპოვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 48,22 პროცენტი, პროპორციული სისტემით მანდატების რაოდენობა – 60. ამასთან, 30 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და პარლამენტში მათი მანდატების საერთო რაოდენობაა 90 მანდატი.

ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

„ევროპული საქართველო“ – 3,79 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – ხუთი.

„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 27,18 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – 36.

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – 4.

„ლეიბორისტული პარტია“ – ერთი პროცენტი და ერთი მანდატი.

„მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი“ – 1,33 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – 2.

„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – 4.

„გირჩი“ – 2,89 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – 4.

„ლელო“ – 3,15 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – 4.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად