ცესკო: „გირჩს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდა და სია ჩაიხსნა 8-დან 129 ნომრის ჩათვლით

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ საარჩევნო სია რეგისტრაციიდან ჩახსნა.

განკარგულებას ხელი ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მოაწერა, რომლის მიხედვით, „გირჩს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდა და სია ჩაიხსნა პარლამენტის წევრობის კანდიდატების 8-დან 129 ნომრის ჩათვლით. „გირჩის“ სიაში დარჩნენ ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია.

შეგახსენებთ: „გირჩის“ გადაწყვეტილება პარტიული სიის ჩახსნის შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის მინიჭებას უკავშირდება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...