ცესკო განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ცნობილი გახდა, რომ უცნობი პირები უკავშირდებიან საოლქო საარჩევნო კომისიების ყოფილ წევრებს, მათ შორის პარტიების მიერ დანიშნულებს და ცდილობენ მოიპოვონ ინფორმაცია კვლავ დასაქმდებიან თუ არა ისინი საარჩევნო ადმინისტრაციაში.
გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და აღნიშნული ფაქტი ცესკოს სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენების მორიგი შემთხვევაა.
განვმარტავთ, რომ ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატების წინასწარ მოძიებას არასდროს ახორციელებს და მათი შერჩევა ხდება მხოლოდ კონკურსის წესით, კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა ამისა, შესაბამის პარტიებს აქვთ შესაძლებლობა დანიშნონ წევრები საოლქო საარჩევნო კომისიებში და მათ შერჩევასთან, საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცოტა ხნის წინაც გაავრცელა განცხადება, ამომრჩეველთა მონაცემების მოპოვების მიზნით, ცესკოს სახელის გამოყენებასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ნებისმიერ ჩართულ მხარეს თუ დაინტერესებულ ორგანიზაციას არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით საკუთარი მიზნების განხორციელებისას, ვინაიდან ნებისმიერი სახის მცდარმა ინფორმაციამ შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო გარემოზე.- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად